Table of Contents

  • მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები (მსს) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ჯეოსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მსს-ბზე მოდის დასაქმებულთა 67% და მთლიანი დამატებული ღირებულების 61.5%. თუმცა, ცალკე აღებული მსს-ს ზემოქმედების კვალი გარემოზე შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, ერთობლივად - ბევრი მიმართულებით აჭარბებს დიდი ბიზნესების მიერ გარემოზე ზემოქმედების ხარისხს. ის მნიშვნელოვანი სექტორები, სადაც მსს-ბი განსაკუთრებულად ზემოქმედებენ გარემოზე მოიცავს სურსათის გადამუშავებას, წიაღის მოპოვებას და ტურიზმს (სასტუმროები და რესტორნები).

  • საქართველოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე (მსს). ჯეოსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მათზე მოდის დასაქმებულთა 67% და მთლიანი დამატებული ღირებულების 61.5%. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის (OECD SME Policy Index) მიხედვით საქართველოს, მსს-ის განვითარების არსებული პოლიტიკით და სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მიუხედავად ამისა, მსს-ბშ შედარებით მცირე დამატებითი ღირებულება იწარმოება(მაგ. ვაჭრობა, უძრავი ქონება) და აწყდება ბარიერებს საკუთარი ოპერირების გასაფართოებლად.

  • წინამდებარე თავში აღწერილია საქართველოში მწვანე ინვესტიციების განხორციელების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური გარემო და, განსაკუთრებით, საინვესტიციო კლიმატი. ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობა ავლენს ქვეყანაში მწვანე ფინანსების მოზიდვის აუცილებლობას და მთლიანობაში, 7 გრაფიკში, განხილულია 2008-18 წწ. ტენდენციები. იგი მოიცავს რეალური მშპ-ს ზრდის ტემპებს, ლარი/აშშ დოლარის გაცვლით კურსს, წლიური სამომხმარებლო ინფლაციის დონეს, ძირითადი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთებს, ძირითადი კაპიტალის მთლიან ზრდას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებას. აგრეთვე მოცემულია „ბიზნესის კეთების“ რეიტინგებში საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგები 10 წლის განმავლობაში. თავი მთავრდება მოსაზრებებით იმასთან დაკავშირებით, თუ საინვესტიციო კლიმატის ზოგადი გაუმჯობესება როგორ შეუწყობს ხელს მწვანე დაფინანსების უფრო მაღალ ხარისხს, განსაკუთრებით ენერგო სექტორში.

  • ამ თავში გაანალიზებულია მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების (მსს) განვითარების მხარდაჭერის არსებული გარემო საქართველოში, არაფორმალური სექტორის მნიშვნელობა და მოიცავს მსს-თან დაკავშირებით არსებულ დეფინიციებს. განხილულია ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ის პოლიტიკური გარემო, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისათვის, მათ შორის - სოლიალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ და 2016-20 წლების ეროვნული მსს-ის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები. გაანალიზებულია მსს-ის საქმიანობის გაფართოებისთვის მთავრობის ქმედებები, კონკრეტულად, საქართველოს მეწარმეობის განვითარებისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოების შექმნა. და ბოლოს, წინამდებარე თავში ხდება იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებულია ენერგო ეფექტიანობის, განახლებადი ენერგიების და მსს-ის სექტორის განვითარებასთან.

  • წინამდებარე თავში ეხება მდგრადი ენერგიებისა და კლიმატის პოლიტიკები საქართველოში და მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების მიერ მწვანე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ამ თავში განხილულია ძირითადი სტრატეგიული დოკუმნტების, ისეთი, როგორიცაა დაბალ ემისიანი განვითარების სტრატეგია და ემშქ. აქვეა განხილული დასრულების სტადიაში მყოფი ეროვნული ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმა ეროვნული განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმა. თავში განხილულია ბოლოდროინდელი მოვლენები ამ მიმართულებით და სრულდება დისკუსიით იმ პოტენციური სივრცეების შესახებ, სადაც საჭიროა პოზიციების შემდგომი გაძლიერება. აღნიშნულ თემებთანაა დაკავშირებული განახლებადი ენერგიების მიზნები, გარემოს დაცვითი რეგულაციები და სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებები, ენერგიაზე ფასების განსაზღვრა, საჯარო შესყიდვები და არაგანახლებადი ენერგიის შესაძლო წყაროები.

  • ამ თავში გაანალიზებულია საქართველოში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების მხრიდან (მსს) მწვანე ფინანსებზე წვდომის არსებული მდგომარეობა. განხილულია იმ სამი ბანკის - საქართველოს ბანკი, პრო კრედიტ ბანკი და თი-ბი-სი ბანკი - გამოცდილება, რომლებიც ყველაზე აქტიურად ახორციელებდნენ მწვანე ფინანსების შეთავაზებას საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ თავში განხილულია საქართველოში მდგრად ენერგიებთან დაკავშირებული გამოწვევები და მწვანე ინვესტიციებთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკური გარემო. ყოველივე ეს გაანალიზებულია მიწოდების და მოთხოვნის მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების კონტექსტში. ამ თავი მბოლოს იდენტიფიცირებულია ის შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც გაზრდიდა ქვეყანაში მსს-თვის მწვანე ფინანსებზე წვდომას.

  • ამ თავში შეჯამებულია უმთავრესი დასკვნები, რომელიც მიღებული იქნა განხორციელებული ანალიზის შედეგად. აქვეა მოცემული რეკომენდაციები, რომელიც გათვლილია საქართველოს მთავრბიდან დარგში პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის. სხვადასხვა გადასაჭრელ საკითხებთან ერთად, წინამდებარე თავი ეხება მაკროეკონომიკური მდგომარეობის და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ გარემოს და ფინანსებზე წვდომისა და მათი ღირებულების საკითხებს. ეს საკითხები მოიცავს დარგში არსებულ პოლიტიკასთან და მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებული ბარიერებს; ფინანსებზე წვდომისა და მათ ფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ენერგიაზე ფასწარმოქმნისა და წიაღისეულ საწვავზე სუბსიდირების საკითხებს.